ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა პირველი დოკუმენტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტისა და მის შემსრულებლებთან, საუდის არაბეთის მთავრობის შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას ეხება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ნაწილობრივ დარედაქტირებულ 16-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია კონტაქტები თვითმფრინავის გამტაცებლებსა და მათ საუდელ მოკავშირეებს შორის, თუმცა არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ 11 სექტემბრის თავდასხმებთან საუდის არაბეთის მთავრობას რამე სახის კავშირი ჰქონდა. 20 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებში, საუდის არაბეთის შესაძლო როლის შესახებ, დოკუმენტების გასაჯაროებას ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახები ითხოვდნენ.