უკვე გარკვეულია, ვის ექნება ქართულ ბაზარზე მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის მიწოდების უფლება.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მხოლოდ კომპანია „სელფი“ მონაწილეობდა, რომელიც მანამდე „ბილაინის“ სახელით ოპერირებდა. „მაგთიმ“ და „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობაზე უარი თქვეს. კომპანიები გადაწყვეტილების მიზეზებს არ განმარტავენ, თუმცა გაჩნდა რამდენიმე ვერსია და საფრთხე, რომ 5G ინტერნეტის დანერგვის შემდეგ ბაზრის ორმა მსხვილმა მოთამაშემ აბონენტები დაკარგოს. მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე იყენებენ აშშ-ში, ევროპის 20-ც ქვეყანაში და ჩინეთში.
მაკა არჩევნიშვილი არკვევდა, ახალი ტექნოლოგიის მხოლოდ ერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ მიწოდება გააძვირებს თუ არა მომსახურებას.