უბედური შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ცხრა სართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე სართულზე ორი არასრულწლოვანი ფოტოს, ე.წ. სელფს იღებდა, როდესაც ერთ-ერთი მოზარდი კორპუსიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, თვითმხილველები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი