ჩვილ ბავშვთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა.
პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცათ. ნათლობის შემდეგ, პატრიარქმა ნათლულები დალოცა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.