ილია მეორე დღეს კიდევ 630-მდე ბავშვს მონათლავს

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს კიდევ 630-მდე ბავშვს მონათლავს. მათ შესაბამისი მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

პატარებს ილია მეორე პირადად დალოცავს. მის უწმინდესობას ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

57-ე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 17:00 საათზე დაიწყება.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს. პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

დატოვე კომენტარი