საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე

ოთხი იანვარი გამორჩეული დღეა ქვეყნისთვის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 88 წელი შეუსრულდა. პანდემიის გამო საიუბილეო თარიღი ტრადიციული მიღების გარეშე ჩაივლის. საპატრიარქოში გუშინ იმყოფებოდნენ და ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს სინოდის წევრებმა და ეპიდემიოლოგებმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური დილიდან მისალოც წერილებს ღებს. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წელს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. 1977 წლის წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდმა ფარული კენჭისყრით ის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია, ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. პატრიარქის სახელს უკავშირდება არაერთი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, სასულიერო პირების, ეპარქიების და მრევლის ზრდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების გახსნა და არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. 2008 წლის 19 იანვრიდან კი მისი ინიციატივით საყოველთაო ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი – ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისთვის ოჯახში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს.

დატოვე კომენტარი