სამების ტაძარში მე-60 საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით მე-60 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 800-მდე ბავშვი გახდა.

ნათლობის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ბავშვები დალოცა. მათ რწმენის სიმტკიცე, სიყვარული და მშვიდობა უსურვა.

საყოველთაო ნათლობის იდეა პატრიარქს ეკუთვნის. მისი უწმინდესობა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.