46 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. თარიღის აღსანიშნავად სიონის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურებაში თავად უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც მონაწილეობდა. პატრიარქმა მრევლს სიყვარულისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

უწმინდესის ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირია.