46 წელი კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან

25 დეკემბერი ისტორიული თარიღია საქართველოსთვის.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. ერის სულიერი მამა მილოცვებს იღებს. სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე არჩევიდან ორ დღეში, 1977 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში მოხდა.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. პატრიარქობის პირველი წლები რთული აღმოჩნდა – ილია მეორის სახელს უკავშირდება ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საბჭოთა რეჟიმის გამო შემცირებული მრევლის გაზრდა, ეპარქიების მატება და 1990 წელს მსოფლიოს საპატრიარქოს ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. განსაკუთრებულია პატრიარქის წვლილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით და საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების კუთხით.

პატრიარქობის 46 წელი ლიზა დვალის რეპორტაჟში.