42° პარალელი - მემკვიდრეობა, რომელმაც ბელგიის მეფე ლეოპოლდ მე-2-ის მონუმენტი ჩამოაგდო / ორი კურდღლის მადევარი - რისი თქმა უნდოდა პუტინს სტატიით მეორე მსოფლიო ომზე / ვინ მოკლა ჯორჯ ფლოიდი?
  • რეზინის მოპოვება იქცა კონგოს მთავარ ეკონომიკურ საქმიანობად. მეფე ლეოპოლდის ადგილობრივი აგენტები მოწოდებული იყვნენ მაქსიმალურად გაეზარდათ მოპოვებული რეზინის მოცულობები, რადგან ეს მათთვის ხელფასის რამდენჯერმე გაზრდას ნიშნავდა. სოფლის უფროსებს დაევალათ ყოველ ორ კვირაში მამაკაცთა კვოტის დამატება, რათა რეზინის მომპოვებელთა რიცხვი მალე გაზრდილიყო. სოფელი რომელიც ბრძანებას ვერ შეასრულებდა ლეოპოლდის საჯარო ძალებისა და კერძო კომპანიების ბრიგადებისგან იძარცვებოდა ან სრულად გადაიწვებოდა. თავად მომპოვებელი კონგოელები თუ რეზინის სითხის კვოტას ვერ შეასრულებდნენ მათრახით იროზგებოდნენ ან ხელის მტევნებს აჭრიდნენ. რეზინის სითხის ჩაბარებისთვის კონგოელები არაფერს არ იღებდნენ, უკეთეს შემთხვევაში ახალ დანას, რათა კვლავ რეზინის მოპოვება გაადვილებოდათ.
  • ინტერვიუ რეზი ქოიავასთან
  • მოკლე აღწერა: ზუსტად 1 თვის წინ 25 მაისს, მინეაპოლისში შეუიარაღებელი აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა პოლიციის თანამშრომელმა. ვინ მოკლა ჯორკ ფლოიდი და რატომ გამოდგა ეს მორიგი ტრაგედია მოსახლეობის ნაწილის არნახული ამბოხის მიზეზი. რა შეიცვალა 1620 წლის შემდეგ როდესაც პირველი მონათა გემი მიადგა ვირჯინიის სანაპიროებს. არსებობს თუ არა დღემდე სისტემური უთანასწორობა თეთრებსა და შავებს შორის. რატომ გამოირჩევა აშშ-ს პოლიცია ძალადობრიცი და ბრუტალური მეთოდებით. რა ახსნა აქვს ამას. რა აკავშირებს David Lynch-ის twin peaks-სა და აფრო-ამერიკელთა ჩაგვრას შორის.

42° პარალელი