42° პარალელი - ინტერვიუ პროფესორ პრაბჰატ პატნაიკთან

იცვლებიან მთავრობები. თუმცა, ფუნდამენტურად, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის არაფერი იცვლება, რადგან ყველა პოლიტიკური ძალის ეკონომიკური პოლიტიკა მეტწილად იდენტურია. ყველა პარტია საუბრობს, ბიუროკრატიის შემცირებაზე, პრივატიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და მდიდრებისთვის დაბალი გადასახადების შენარჩუნებაზე. ამ პოლიტიკას კი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის მოაქვს ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი სიღარიბე, უთანასწორობა და საკუთარი ქვეყნიდან სამუშაოდ უცხო ქვეყანაში იძულებით წასვლა. როგორ ხდება ისე რომ განვითარებადი სამყაროს პოლიტიკოსების უმეტესობა ერთ ეკონომიკურ დოქტრინას იზიარებენ და რა აიძულებთ მათ აკეთონ საკუთარ ხალხთა წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკა? ამ ფენომენს ცნობილი ინდოელი ეკონომისტი პრაბჰატ პატნაიკი კარგად აღწერს საკუთარ წიგნში „იმპერიალიზმის თეორია“. მისი აზრით, მთავარი არსი ამ პრობლემისა არის ფინანსური კაპიტალიზმი. ფინანსური კაპიტალი აიძულებს განვითარებად ქვეყნებს გაატარონ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რათა შენარჩუნდეს დაბალი ფასები როგორც მუშახელზე, ასევე სხვა პროდუქტებზე, რასაც ღარიბი ქვეყნები აწარმოებენ. თუ ეს ასე არ მოხდება, გლობალიზებული ფინანსური კაპიტალი მასობრივად დატოვებს ღარიბ ქვეყნებს და მოუწყობს მათ ფინანსურ კრიზისს. ფინანსური კრიზისი კი ნებისმიერი ღარიბი ქვეყნის მთავრობისთვის პოლიტიკურად ლეტალურია. პატნაიკი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად ინდოეთში. მას ტატო ხუნდაძე ესაუბრა.

42° პარალელი