42° პარალელი - განქორწინების ზღვარზე: ტექნოლოგიური ომის ახალი ეტაპი / პრივატიზაციის მოკლე ისტორია და თეორიული საფუძვლები
  • 2020 წლის 15 მაისს, ჰუავეის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური ელექტრონული გიგანტის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად 2020 წლის სექტემბრიდან იკრძალება როგორც ჰუავეის, ასევე ჩინური გიგანტის შეკვეთით მესამე კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენება ჩიპების წარმოებისთვის. სანქციები სურპრიზად არ იქცა, თუმცა მათი სიმბოლური მნიშვნელობა უზარმაზარია. ორ ქვეყანას შორის კორონავირუსის პანდემიის გამო დაპირისპირების ზრდის ფონზე, ისინი არა მხოლოდ 2020 წლის იანვარში დამყარებული „მყიფე მშვიდობის“ დარღვევის საფუძველს, არამედ ტექნოლოგიური ომის ახალ ეტაპს წარმოადგენენ.
  • კრიზისის დადგომასთან ერთად მთავრობებს შემოსავლები შემოაკლდათ. Ამის კომენსირებისთვის, ერთ-ერთ გზად სახელდება საჯარო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა. Სამწუხაროდ, პრივატიზაციამ საკმაოდ მწარე გამოცდილება დატოვა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, არამხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის მოსახლეობისთვის, არამედ ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვისაც. Მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრივატიზაცია სხვა არაფერია, თუ არა საჯარო ინტერესების ხარჯზე, მდიდართა ფენის კიდევ უფრო გამდიდრება. Პრივატიზაციის ისტორიაზე, მის თეორიულ საფუძვლებზე და ალტერნატიულ მიდგომებზე, ტატო ხუნდაძე მოგვიყვება.

42° პარალელი