42° პარალელი - ბრექსიტი: დევიდ კემერონის შეცდომა თუ რეფერენდუმის გარდაუვალობა / როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად?!
  • ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის მემუარები გამოქვეყნდა. იგი 2010 წელს, თითქმის 200 წლის მანძილზე მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა, ხოლო მალევე კონსერვატორულ პარტიას 1992 წლის შემდეგ პირველი უმრავლესობა მოუტანა. თუმცა დღეს კემერონი ბრიტანულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ფიგურაა. წყალგამყოფად ცხადია ევროკავშირში წევრობის შესახებ 2016 წლის რეფერენდუმი იქცა, რომელიც დევიდ კემერონმა წააგო. სამი წლის წინ გადადგომის შემდეგ ყოფილი პრემიერი პუბლიკის წინაშე თითქმის არ ჩნდებოდა. საკუთარ წიგნში კემერონი პლებისციტში დამარცხების შემდეგ გამოწვეულ დარდსა და მწუხარებას აღწერს. ამასთან რეფერენდუმის გადაწყვეტილებას კემერონი მაინც გამართლებულად, ხოლო ამ საკითხზე ხმის მიცემას – გარდაუვლად მიიჩნევს
  • 42-ე პარალელი, გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოს წამყვან განვითარების ეკონომისტთან, ერიკ რეინერტთან. მისი ბესთსელერი, „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად?“, უკვე 23 ენაზე ითარგმნა, მათ შორის სულ ახლახან დაიბეჭდა ქართულადაც. ინტერვიუში მოისმენთ კითხვებზე პასუხს: რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა და როგორ უნდა გავმდიდრდეთ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ დაიცალოს ადამიანებისგან? რაში ცდებოდა დევიდ რიკარდო და რა არის ვაჭრობის ალტერნატიული თეორია? როგორ გახდა ერიკ რეინერტი წარმატებული ბიზნესმენი და როგორ შეუწყო მას ხელი ამაში სწორმა ეკონომიკურმა სტრატეგიამ? ერიკ რეინერტი ამჟამად არის ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ფლობს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და არის კორნელის უნივერსიტეტის დოქტორი ეკონომიკაში. მას სპეციალურად 42-ე პარალელისთვის, ტატო ხუნდაძე ესაუბრა

42° პარალელი