კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს.
ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მე-12 საეკლესიო კრების მიერ არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.
ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა.
პატრიარქობის წლები ერის სულიერმა წინამძღოლმა დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში შეაფასა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.