„30 წლიანი მოგზაურობა“

გამოფენა, რომელიც ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

სოლოლაკში მდებარე საგამოფენო სივრცე არსებობის 30-წლიან ისტორიას თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების ექსპოზიციით აღნიშნავს. 1993 წლიდან გალერეა „ვანდა“ კულტურულ და საგანმანათლებლო მისიას ასრულებს. ამ დროის განმავლობაში ის საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და შემოქმედების პოპულარიზაციაში არაერთ ახალგაზრდა მხატვარს დაეხმარა.

თანამედროვე ქართველი მხატვრების მხარდაჭერასთან ერთად უცვლელია მთავარი მისიაც, ქართველი ხელოვანები და მათი შემოქმედება მსოფლიოს გააცნოს.

საიუბილეო გამოფენა გალერეა ვანდაში სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.