26 მაისის საქმე

26 მაისის აქციის დარბევის საქმე და ბრალდების მხარის მოწმის ჩვენება.

სხდომაზე ლევან ღლონტმა განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს გასასვლელი ყველა მხრიდან დაუკეტეს, რის გამოც ხალხი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდა. მისივე თმით, მიუხედავად თხოვნის და ტერიტორიის დატოვების მცდელობისა, სპეცრაზმმა ცხრა ტყვია ესროლა.

პროკურორის თქმით, საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული. არსებობს არაერთი ვიდეო მასალა, – როგორც მასმედიით გავრცელებული, ასევე ოპერატიული, – სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს დავით ახალაია მეტ დაკავებულს და ამ დაკავებულებზე პირდება მეტ პრემიას.

საქმეზე ბრალდებულები არიან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, ასევე კუდ-ის მაღალჩინოსნები – ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი, ვასილ ლელუაშვილი და დათა ახალაია.