25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

103 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსულ საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა.