21 წლის იოსებ წულიაშვილმა 24 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
იოსების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობის გაგრძელება უცხოეთის კლინიკებში. ვისაც სურვილი გაქვთ, დახმარება გაუწიოთ ახალგაზრდას და წვლილი შეიტანოთ მისი სიცოცხლის გადარჩენაში, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ნომრებზე შეგიძლიათ.