21 სექტემბერს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა
საქართველოს 21 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა. როუზ გიოტმიოლერი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
დაგეგმილია ქართველი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩატარებაც. აღნიშნული ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს გაეცნობა.