NATO-ს მადრიდის სამიტი - შეფასება

ქართული მხარე მადრიდის სამიტზე ნატო-ს მიერ დამტკიცებულ სტრატეგიულ კონცეფციასა და ახალ კომუნიკეს აფასებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალ კომუნიკეში საუბარი აღარ არის რუსული სამხედრო ძალების გაყვანაზე. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ. განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამიტის შემდეგ, ნატო-საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.