სლოვენიის ექსპრემიერის განცხადება

საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მაპის არ მინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, – ამის შესახებ სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა​ „ტვიტერში“ დაწერა. იანეზ იანშა წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის მაპის მინიჭებას მხარი აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გარდა ყველამ დაუჭირა. იანეზ იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამჯერ იკავებდა. 2004-2008 წლებში, 2012-2013 წლებში და 2020-2022 წლებში. მესამედ თანამდებობა მან მიმდინარე წლის პირველ ივნისს დატოვა.