2015 წელთან შედარებით, არასრულწლოვნების მხრიდან ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი გაორმაგებულია. ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა კი შემცირებულია, რის მიზეზადაც გამკაცრებული კანონმდებლობა და მარკეტინგული შეზღუდვები სახელდება. ახალი კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა, რომელიც თამბაქოს ახალი პროდუქტების აგრესიული მარკეტინგის შეზღუდვასა და მათზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას მოითხოვს. პარლამენტის მისამართით გაიცა რეკომენდაციებიც. მათ შორისაა კანონმდებლობის აღსრულების კონტროლის გამკაცრება.