2024 წლის ბიუჯეტის განხილვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დოკუმენტის მონაცემებსა და მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელი დაგეგმილია 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38,2%-ს ოდენობით. მობილიზებული ფინანსების მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება.