2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახდა გარკვეული უწყებების დამატებითი დაფინანსება. პროექტით, ჯანდაცვის ბიუჯეტი 376 მილიონი ლარით იზრდება და ეს თანხა მთლიანად პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. ასევე 60 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. დაზუსტდა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი. კენჭისყრა დღესვეა დაგეგმილი.