2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

2020 წელს კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გააჩერა. დაინფიცირებული 83 მილიონი მოქალაქე, მილიონ 800 000-ზე მეტი გარდაცვლილი, გლობალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები – ასეთია ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული საშიში ვირუსის შედეგი. კოვიდ-19-ის გარდა მიმდინარე წელმა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით დაგვამახსოვრა თავი. იყო პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებები, მნიშვნელოვანი არჩევნები, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, სტიქიური კატასტროფები.

2020 წელი დაძაბული იყო ჩვენი რეგიონისთვის. მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  სამხედრო დაპირისპირებამ  ჩვენს საფრთხე  რეგიონის უსაფრთხოებას შეუქმნა. შეტაკებებს ათასობით  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  მოგვიანებით  რუსეთის ჩართულობით მიღწეულმა ზავმა კი  პროტესტი გამოიწვია  ერევანში. კონფლიქტის ზონაში პატრულირება დაუწყეს რუსმა სამხედროებმა. ხმაურიანი იყო  ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებიც. ქეთი ჩოხელი გაგვახსენებს, რითი იყო გამორჩეული  2020 წელი მსოფლიოსთვის.