2019 წლიდან მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინკურსების საშუალებით შეძლებენ
2019 წლიდან მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინკურსების საშუალებით შეძლებენ. კურსები ათასწლეულის განვითარების ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ საფუძველზე განხორციელდება.
პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინრეჟიმში გაიარონ ტრენინგი. კურსების შემუშავება 2019 წლის აპრილში დასრულდება და, საქართველოს მასშტაბით, ყველა დაინტერესებული პედაგოგისთვის იქნება ხელმისაწვდომი.