2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში რუსეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. წელს საქართველო კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა”. მან 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.