ევროვიზიის წარმომადგენლები - ინტერნეტში ხმის მიცემის შეფერხება უსაფრთხოების სისტემამ გამოიწვია
ევროვიზიის წარმომადგენლები - ინტერნეტში ხმის მიცემის შეფერხება უსაფრთხოების სისტემამ გამოიწვია

ინტერნეტში ხმის მიცემის შეფერხების მიზეზზე საბავშვო ევროვიზიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. მათი განმარტებით, ხარვეზი უსაფრთხოების სისტემამ გამოიწვია, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ თითო მომხმარებელს ხმა მხოლოდ ერთხელ მიეცა.

ევროვიზიის ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯამში 100 ქვეყნიდან თითქმის 330 000 ხმა დაფიქსირდა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილმა ხმის მიცემა ვერ მოახერხა.

თბილისში გამართული 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი რუსეთის წარმომადგენელმა, პოლინა ბოგუსევიჩმა მოიგო.