ქუთაისში, 200-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. კორპუსები, რომლებშიც დევნილები იცხოვრებენ, შერვაშიძის ქუჩაზე აშენდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ, 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს. დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ჯანდაცვისა და და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მიულოცეს. შეგახსენებთ, რომ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.