20 ივნისის აქცია - პოლიტიკური შეფასებები

შეწყალების აქტის გარდა საზოგადოება კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამოძიების შედეგებს ელოდება.

20-21 ივნისის მოვლენებს გენერალური პროკურატურა ამ დრომდე იძიებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის გამოჩენით დაწყებული პროტესტი, რომელიც მალევე გასცდა საკანონმდებლო ორგანოს კედლებს და მასობრივ აქციაში გადაიზარდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, შეტაკებები, აქციის დაშლა და ათეულობით დაზარალებული მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის, – სამი თვის თავზე ოპოზიციის მთავარი კრიტიკის სამიზნე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი და ახლა უკვე პრემიერი, გიორგი გახარიაა. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ დამდგარა იმ სამართალდამცავების პასუხისმგებლობა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს დაშლის დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიაყენეს.

ბოლო მონაცემებით, ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, სამ სამართალდამცველს კი ბრალი აქვს წარდგენილი.