1991 წლის 31 მარტს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მომავალი რეფერენდუმით გადაწყვიტა
1991 წლის 31 მარტს, 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მომავალი რეფერენდუმით გადაწყვიტა. ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.
სწორედ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი ულოცავს. კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ მილოცვაში ვკითხულობთ, რომ 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში – ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი. ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, – წერს მთავრობის მეთაური.
მილოცვის წერილი გაავრცელა პრეზიდენტმაც. სადაც წერია, ,,ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც მარგველაშვილი რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.