9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს დიპკორპუსის წევრებმა

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. მემორიალი ყვავილებით საქართველოში აშშ-ს, გერმანიის და იაპონიის ელჩებმა შეამკეს. რუსთაველზე ასევე დილიდან იმყოფებოდნენ 9 აპრილის აქციის მონაწილეები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც მაშინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.