ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს მოვლენას ეროვნულ ბიბლიოთეკაში იხსენებენ.
ანტისაბჭოთა აჯანყებიდან 100 წელი გავიდა. ზუსტად საუკუნის წინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები საბჭოთა მმართველობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანდნენ. თუმცა, მათი მცდელობა ქვეყანა გაეთავისუფლებინათ სისხლში ჩაახშეს. წარმოდგენილი ექსპოზიცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებს აერთიანებს. გაიმართა 1924 წლის მოვლენებზე გამოცემული ახალი გამოცემის პრეზენტაციაც.