შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

სუბსიდირებასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო ფერმერებს მოსავლის შენახვა-დასაწყობებაშიც ეხმარება.

მთავრობა 30 %-ან საგრანტო დაფინანსებას გამოუყოფს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც შემნახველი მეურნეობის აშენების სურვილი აქვს. პროგრამის მოცულობა 30 მილიონია და მასში ჩასართავად რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე, 20 სექტემბრიდან დაიწყება. მიზანი ფერმერთა დახმარება და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაა. პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კენკროვანი კულტურის სამაცივრე მეურნეობების დაფინანსებასაც აპირებს.