18 გამოჯანმრთელებულ პაციენტს შორის ორი ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა. მათგან ერთი არასრულწლოვანია. 90 ინფიცირებულიდან, დღეის მდგომარეობით უკვე 18 გამოჯანმრთელებული გვყავს. მათ შორის ორი ბავშვია. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  4 პაციენტია საყურადღებო, მათ თანდართული დაავადებები აქვთ, რაც ვირუსის პროგრესირებას უწყობს ხელს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურია. სულ კი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში ამჟამად 4717 პირი იმყოფება,  მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი რჩება.