საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ქვეყნის მასშტაბით – აცრები უკვე გაიკეთეს წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა და ინფექციონისტებმა. დარეგისტრირებულია 2000-ზე მეტი მედპერსონალი და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კუთვნილ დოზას ელოდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მედიის თანდასწრებით, დილის ცხრა საათზე აიცრა პაატა იმნაძე. საჩვენებელი აცრა, რომლიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინფექციურ საავადმყოფოში  გაიკეთა.

ვაქცინის კუთვნილი დოზა უკვე მიიღეს სხვადასხვა კლინიკების სპეციალისტებმა, მათ შორის მარინა ეზუგბაიამ, მარინა ენდელაძემ, ლევან გოფაძემ, თემურ მიქელაძემ, ივანე ჩხაიძემ და გუგა ქაშიბაძემ. აცრილი მედიკოსები თავს კარგად გრძნობენ და ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიუთითებენ.