საბავშვო ბაღების რეფორმის მეორე ეტაპი

ქვეყანაში საბავშვო ბაღების ერთიანი ბაზა იქმნება.

რეფორმის პირველი ეტაპი, ანუ რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია აქვს. ბაზის არ არსებობა წლების განმავლობაში არაერთ პრობლემას ქმნიდა, მათ შორის სააღმზრდელო პროცესთან თუ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სტანდარტების და ნორმების დაცვისას. ახლა რეფორმის მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც 2025 წელს დაგეგმილი ავტორიზაციისთვის ბაღების მომზადებას გულისხმობს.