ონკოლგიური წამლების ნაწილის გაძვირება - პრემიერ-მინისტრის რეაქცია

ონკოლგიური წამლების ნაწილის გაძვირების გამო პრემიერი ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის დამფუძნებელს რეაგირებით ემუქრება.

კონკურენციის სააგენტომ სავარაუდო არაკეთილსინდისიერი ფაქტების შესწავლას იწყებს. საქმე ეხება ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იმ პრეპარატებს, რომლებზეც ზღვრული, ანუ რეფერენტული ფასები დაწესებული არ არის. ბოლო პერიოდში მსხვილ ფარმაცევტულ ქსელებში მათი ფასი ორჯერ და სამჯერ არის გაზრდილი. ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ფასები ხელოვნურადაა მომატებული.

ბრალდებას უარყოფენ და კონტრბრალდებებით გამოდიან ფარმაცევტული კომპანიები.