ონკოლოგიური მედიკამენტების ნაწილი გაძვირდა

ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს სანქციები ემუქრება.

ჯანდაცვის სამინისტრო ბაზარზე გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ და წინასწარ შეთანხმებულ ქმედებებზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც წამლების ნაწილზე ზღვრული, ანუ რეფერენტული ფასები ამოქმედდა, აფთიაქების ნაწილმა დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები ორჯერ და სამჯერ გაზარდა. საუბარია ისედაც ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ჯანდაცვის უწყების დღევანდელი ბრალდების ადრესატი ფარმაცევტული კომპანიები დუმილს ამჯობინებენ. გამონაკლისი მხოლოდ „პეესპეა“, რომელიც გარკვეულ პრეპარატებზე ფასების ზრდას მათი მოკლევადიანი გაიაფების შემდეგ ძველი ღირებულების დაბრუნებით ხსნიან.

იყო თუ არა ფასების ზრდა ხელოვნური – საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს.