მედიკამენტების ზღვრული ფასი

ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ზედა ზღვრული ფასების გასაცნობად, ფარმაცევტულ სექტორს ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო დღეს მიაწვდის. უწყებაში აცხადებენ, რომ სააფთიაქო ქსელებს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, საკითხს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს. საუბარია 1100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე, რომელთა დადგენილ ფასზე მაღალ ფასად გაყიდვა აიკრძალება. აღნიშნული ცვლილება სრულად ძალაში 15 თებერვლიდან შევა. სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც რეფერენტული ფასები შეეხება, მიმდინარე წელს გაფართოვდება.