ბოლნისში ცხრა წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბიჭი სახლიდან გუშინ, 11:00 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მოზარდი მდინარეზე იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები. მათთან ერთად ცხრა წლის ბიჭს ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებს.