სამძებრო სამუშაოების 27-ე დღე შოვში

შოვში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 50 წლის თემურ ხარჩილავა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. დღეს გარდაცვლილი სამხედროს გარდა, შოვში ძებნის ოპერაციის მეოთხე დღეს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ერთი პოლიციელიც გარდაიცვალა.

რაც შეეხება ძებნის ოპერაციას, ის 27-ე დღეს უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სტიქიის ზონაში ორ მცირეწლოვანს ამ დრომდე ეძებენ. მაშველები ძებნა-შველის ოპერაციას მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 120 კილომეტრის მანძილზე ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, საიდანაც 30 იდენტიფიცირებულია. 

თათია ტაბეშაძე მუშაობს შოვში, რომელიც ახლა ადგილიდან ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – რა გახდა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი?