კანონის გამკაცრების მიუხედავად, ქვეყანაში ავტოავარიების სტატისტიკა მაინც საგანგაშო ნიშნულზეა. თბილისში მონაცემები კიდევ უფრო გაზრდილია.
2022 წელს ქვეყნის მასშტაბით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა 430 ადამიანი იმსხვერპლა. გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებამდე, ანუ 2017 წელს მსხვერპლის რიცხვი 517-ს შეადგენდა. სფეროს ექსპერტები მთავარ პრობლემას კანონის აღსრულებაში და საგზაო ინფრასტრუქტურაში ხედავენ. რეკომენდაციაა ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებაც.