მეგზევეების პროფესიული დღე აღინიშნება

დღეს, 10 დეკემბერს, მეგზევეების პროფესიული დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოვდნენ მეგზევეები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე 2019 წელს წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის, რამდენიმე კომპანიასაც გადაეცა ჯილდო.

ღონისძიება გაიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით. ღონისძიებას პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრნენ.