აქცია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით

სოფელ ძველ ვეძისში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სხვა აუცილებელი სერვისების მიწოდებას ითხოვს. უფრო კონკრეტულად კი, ადგილობრივების მოთხოვნა, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, ნაგვის ურნების დამონტაჟება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნაა. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე წლებია მოსახლეობას ეს პრობლემები აწუხებს და შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მუნიციპალიტეტისგან მათი მოგვარების გზებზე პასუხი ვერ მიიღეს. საბურთალოს რაიონის გამგეობაში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, რომ პრობლემის შესახებ იციან და პრიორიტეტების მიხედვით იმოქმედებენ, რადგან გამგეობა, მათივე თქმით, სამუშაოებს პირველ რიგში ისეთ ობიექტებზე აწარმოებს, რომლებიც უფრო მჭიდროდ დასახლებულია.