ავარიების მაჩვენებელი და დაგეგმილი რეგულაციები

კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. საგზაო შემთხვევების გარკვეული ნაწილი მოპედებზე მოდის. პანდემიის გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების კუთხით არაერთი შეზღუდვა მოქმედებდა. რეგულირების მიღმა დარჩენილი მოპედების მძღოლების გასაკონტროლებლად უახლოეს პერიოდში კანონის გამკაცრება იგეგმებოდა. გეგმის აღსრულება პანდემიის გამო გადავადდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირობას დებენ, რომ შეჩერებული კანონპროექტი უახლოეს პერიოდში ისევ დღის წესრიგში დადგება.

მოპედების და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ.

დატოვე კომენტარი