17 მაისი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ავტომობილებით მსვლელობას გამართავენ და ქუჩებს აკურთხებენ. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება. 11 საათზე სასულიერო პირები სამების ტაძარში შეიკრიბებიან. აკურთხებენ წყალს და შემდეგ ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რომ მოსახლეობა და ქუჩები აკურთხონ. ოჯახის სიწმინდის დღე ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2018 წლიდან აღინიშნება.

მოამბე