ლგბტქი თემის წარმომადგენლები დღეს დემონსტრაციის ჩატარებას არ გეგმავენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა, მარიამ კვარაცხელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, წინა წლებში მსვლელობის დაგეგმვას, ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა. 2014 წლიდან კი, რაც 17 მაისი საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, სხვა რეალობა დადგა. მისი განცხადებით, ამ დღეს ყველა ცენტრალური გამზირი დაკავებულია, ძალადობის რისკების გამო კი, ლგბტქი ორგანიზაციები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აქციით აღნიშვნას თავს არიდებენ. თუმცა, მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, ლგბტქი აქტივისტები წელს, ივნისში გეგმავენ მსვლელობის მოწყობას სახელწოდებით, – „ღირსების მარში“.