დაკარგული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება. 15 წლის არასრულწლოვანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა. მას ოჯახი დღემდე ეძებდა.