ავლაბარში, ბაჩანას ჩიხის ოთხ ნომერში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა საღამოს მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, სახლი ავარიული იყო და მოსახლეობამ, სახლის შეკეთების მოთხოვნით, გამგეობას არაერთხელ მიმართა. საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა და სამაშველო სამსახური მუშაობდა.
ისნის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სახლი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. დაზარალებული ოჯახი გამგეობას მიმართავს ქირით გაყვანაზე. გამგეობა უზრუნველყოფს მათ გადაყვანას. ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეს კედლის დემონტაჟზე განაცხადი 1-ელ ივლისს ჰქონდა შეტანილი, რომელსაც არქიტექტურის სამსახურიდან უნდა წარედგინა ნებართვა.